ქადაგიშვილი: მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც მოსახლეობას გასაქცევად აქვს საქმე. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი

“არიან ქვეყნები, რომლებსაც ემიგრაცია სჭირდებათ, გამომდინარე იქიდან, რომ იმ ქვეყანაში ამა თუ იმ მიზეზის გამო არსებობს ისეთი ვითარება, სადაც მოსახლეობას ვთქვათ პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ან საომარი მოქმედების გამო ემიგრაციაში წასვლა უწევს და მათთვის არის სწორედ ეს საემიგრაციო ვიზები. მე მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც მოსახლეობას გასაქცევად აქვს საქმე. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი. რაც შეეხება ჩვეულებრივ ვიზებს, ეს სასწავლო იქნება თუ ეკონომიკური საქმიანობისთვის, თუ უბრალოდ ამერიკაში სამოგზაუროდ წასასვლელად, ეს ჩვეულებრივად გაგრძელდება” | ამბობს “ოცნების” წევრი .
🔴 გუშინ -მა 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა