ქადაგიშვილი: ივანიშვილის ფულია, სადაც უნდა იქ შეიტანს

მისი ფულია და სადაც უნდა იქ წაიღებს – ასე პასუხოსბ “ოცნების” წევრი, “პირველების” მიერ დასმულ კითხვას, როგორ შემოიტანა ივანიშვილმა იმ ფულის დიდი ნაწილი საქართველოში, რომელცი საზღვარგარეთ ჰქონდა.

ქადაგიშვილმა დღეს ასევე შეაფასა “ოცნების” დამფუძნელბლის დავა “კრედიტ სუისთან” და ირწმუნებოდა, რომ ფინანსური დავები ივანიშვილის მიმართ ზეწოლის იარაღად იქნა გამოყენებული.

მსოფლიოში ყველა სასამართლომ გაამართლა ეს ადამიანი და თქვა, რომ ის არის აბსოლუტურად მართალი თავისი კანონიერი თანხების განკარგვაში, დანარჩენი არის ამ ადამიანზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა იმისთვის, რომ მან ეს ქვეყანა დაიცვა და მშვიდობა შეუნარჩუნა. სანქცირებულია თუ რაც არის, მთავარია, რომ არაკანონიერი ქმედებები ხორციელდება მის მიმართ”, – აცხადებს ქადაგიშვილი. 

  • ლონდონის სასამართლოს, Privy Council-მა გუშინ გამოტანილი განაჩენით ძალაში დატოვა წინა ინსტანციის ბერმუდის სასამართლოს მიერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოტანილი განაჩენი, რომლითაც UBS/Credit Suisse-ს სთვის 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა. [აღნიშნული განაჩენი UBS/Credit Suisse-მა 2024 წელს Privy Council-ში გაასაჩივრა].
  • Credit Suisse-მა ასევე წააგო მრავალწლიანი დავა სინგაპურშიც, სადაც საბოლოო განაჩენით ივანიშვილის სასარგებლოდ 461 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, ექსპერტების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ამერიკული სანქციების გამო, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თანხებზე წვდომა ვერ დაიბრუნოს. შემდგომი ეტაპები შეეხება უკვე თავად თანხის მიღების სამართლებრივ მექანიზმებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით