ფუფუნების ინდუსტრიამ ორ წელიწადში 50 მილიონი მომხმარებელი დაკარგა – Bain & Company-ის ანგარიში

ბოლო ორი წლის განმავლობაში, 50 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა შეწყვიტა ძვირად ღირებული საქონლის, მათ შორის ძვირად ღირებული ღვინისა და პრემიუმ ალკოჰოლური სასმელების შეძენა, რადგან მათი ფასები გაიზარდა ინფლაციის ფონზე. ამის შესახებ The Drinks Business იტყობინება საკონსულტაციო კომპანიის Bain & Company-ის ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც შედგენილია ფუფუნების საქონლის მწარმოებელთა იტალიურ ასოციაცია Altagamma-სთან პარტნიორობით.
ანგარიშში ნათქვამია, რომ წელს ძვირადღირებული ბრენდების მხოლოდ მესამედი დაასრულებს წელს გასულ წელთან შედარებით ზრდით. გასულ წელს კომპანიების ორმა მესამედმა ფინანსური მაჩვენებლების ზრდა აჩვენა.
მოსალოდნელია, რომ გლობალური ხარჯები 2024 წელს დაახლოებით 1,5 მილიარდი ევროს ფარგლებში დარჩება, რადგან მომხმარებლები მაკროეკონომიკური გაურკვევლობის და ფასების განგრძობადი ზრდის პირობებში ფუფუნების საგნებზე დანახარჯებს ამცირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…