საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიასთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა მინიმალური უპირატესობით დასრულდა. 37-ე წუთზე ლატვიელებმა მეორედ გაიტანეს, თუმცა მატჩის დასკვნით ორ წუთში, გიორგი ჩიმაკაძის დუბლით, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
საქართველოს და ლატვიის მეორე ამხანაგური მატჩი 7 ნოემბერს, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
nakrebi.ge