საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2026-ისთვის მზადების ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
18 და 20 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ორ თამაშს ყირგიზეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. პირველი მატჩი თბილისი არენაზე გაიმართება, ხოლო მეორე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასხლეში. ორივე თამაში 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 15 ფეხბურთელით ემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი)
წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
NAKREBI.GE
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების “ჩაწყობაში” ფიგურირებდა
სლოვაკეთი – საქართველო | გადამწყვეტი მატჩი ბრატისლავაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება
[VIDEO] ფუტსალი. მძიმე მატჩი ბრატისლავაში – საქართველოს ნაკრებმა ევრო 2026-ის საგზური მოიპოვა
[VIDEO] ფუტსალი. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს 4:1 მოუგო
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
