ფუტსალი | საქართველოს ნაკრები მეინ რაუნდის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება.
11 აპრილს, ჩვენი გუნდის კოსოვოს ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 16 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საფრანგეთს უმასპინძლებს.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში ემზადება. ავთანდილ ასათიანმა შეკრებაზე 15 ფეხბურთელი გამოიძახა.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს. მეინ რაუნდში ჩატარებული ოთხი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 9 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ საფრანგეთს
3 ქულით ჩამორჩება, მესამე ადგილზე მყოფ კოსოვოს კი 3 ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)
წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბრუიძე (არმია), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, ), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში