ფუტსალი | ნაკრებმა ლატვიასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა

საქართველო 2:6 ლატვია
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიასთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ფრედ (2:2) დასრულებული პირველი მატჩის შემდეგ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული მეორე მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
ჩვენი გუნდის შემადგენლობაში გოლები გიორგი ღავთაძემ და არჩილ სებისკვერაძემ გაიტანეს. სებისკვერაძემ ლატვიის წინააღმდეგ ნაკრებში მეასე მატჩი ჩაატარა. 35 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 58 სანაკრებო გოლია.
ლატვიასთან მატჩებით საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაასრულა. ევრო 2026-ის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩში ჩვენი გუნდი 13 დეკემბერს, კოსოვოს უმასპინძლებს. 18 დეკემბერს, საქართველოს ნაკრები, სტუმრად,
საფრანგეთს დაუპირისპირდება.
nakrebi.ge