საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში მესამე მატჩი მოიგო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბულგარეთის ნაკრები სტუმრად, ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში ნიკა ხარატიშვილის გოლით გახსნა, გიორგი ღავთაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ოთარ ბერეჩიკიძემ კი პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ფუტსალის ნაკრები 11 აპრილს, კოსოვოს წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. 16 აპრილს, ჩვენი გუნდი მეინ რაუნდს საფრანგეთის ნაკრებთან საშინაო შეხვედრით დაასრულებს.
nakrebi.ge