“ფუტკრის ოჯახები განადგურდა, სავარაუდოდ მოსავალი შემცირდება და ფასი გაიზრდება” – მეწარმე პარაზიტზე, რომელიც ფუტკარს ანადგურებს

დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახებს დაავადება ანადგურებს. პრობლემა რომლის მასშტაბიც მზარდ ტენდენციას აჩვენებს ტროპილელაფსმა შექმნა, პარაზიტმა, რომელიც ფუტკრის ოჯახების ძლიერ დასუსტებას და განადგურებას იწვევს. მეფუტკრეები გვიყვებიან, რომ ქვეყანაში დაავადება პირველად 2023 წელს დაფიქსირდა და არაერთი ფუტკრის ოჯახი გაანადგურა.
ალავერდის მონასტრის საფუტკრე მეურნეობა თაფლიკაცი, შოთა კალანდარიშვილი ამბობს, რომ პრობლემის გამწვავება თაფლის მოსავალს შეამცირებს, ხოლო თაფლს გააძვირებს.
“შემოდის ახალი დაავადებები, ისეთი როგორიც არის ტკიპა, ტროპილელაფსი, ამაზე მიდის მსჯელობა, ჩვენ ვიცით, რომ ამის გამჩერებლები არ ვართ. ეს დაავადება გავრცელდება უფრო მეტად, ანუ უნდა ვისწავლოთ მასთან ბრძოლა რომ ვარეგულიროთ და ვაკონტროლოთ მისი რაოდენობა რომ არ დაგვიზიანოს საფუტკრეები.
ეს მსოფლიო პრობლემაა. შარშან დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა და ამ პარაზიტს აქვს ძალიან დიდი უნარი გამრავლების. უფრო მეტად აზიანებს ფუტკარს ვიდრე ცნობილი დაავადებები. შექმნილია უკვე სამუშაო ჯგუფი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მიდის მუშაობა, რომ ერთობლივი ძალებით მოხდეს დაფიქსირება და ლოკალიზება ამ დაავადების, თუმცა არ დაფიქსირებულა ჯერ კახეთის მხარეს, მაგრამ ველოდებით, რომ იქაც რაღაც პერიოდის შემდეგ დაფიქსირდება და ამ დრომდე უნდა მოვასწროთ ვისწავლოთ როგორ გავუმკლავდეთ.
დასავლეთ საქართველოში უკვე განადგურდა ფუტკრის ოჯახები, რაც აისახება მოსავალზე და სავაურაუდოდ თაფლის ფასი გაიზრდება,”- ამბობს ალავერდის მონასტრის საფუტკრე მეურნეობა თაფლიკაცი, შოთა კალანდარიშვილი.