“ფულს არ ათეთრებდა, ნარკოტიკებს არ ავრცელებდა, ხალხს არ სცემდა და დაიჭერდნენ აბა რას იზამდნენ ?!” – გიორგი კავკასიძე

გოგი ჩახუნაშვილი დაუჭერიათ, ჩემი სკოლის მეგობარი და კოლეგა.
ველოდი რომ გოგის დაიჭერდნენ რადგან მილიონობით ფულს ეგ არ ათეთრებდა, ნარკოტიკებს არ ავრცელებდა, რუსეთში სანქცირებული ტვირთი არ გაჰქონდა, იარაღით ვაჭრობაში არ მონაწილეობდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდაბ ფულს არ იპარავდა, შეკვეთილ მკვლელობებს არ ფარცხავდა, ხელისუფლების მიმტაცებლებთან არ თანამშრომობდა, ქუჩაში ხალხს არ სცემდა და ასახიჩრებდა.
იჯდა კლინიკაში და ბავშვებს მკურნალობდა, რეგიონებშიც დადიოდა ბავშვების სამკურნალოდ. კიდევ ერთი ახირება ჰქონდა – საქართველოს უკეთესი მომავალი უნდოდა.
ასეთ კაცს დაიჭერდნენ აბა რას იზამდნენ ?!

ასევე დაგაინტერესებთ