“ფული საკმარისზე მეტი მაქვს, მაგრამ…” – დე ბრუინი

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა საუდის არაბეთში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
ბრიტანული გამოცემები აქტიურად წერდნენ, რომ ბელგიელი ერთ-ერთ არაბულ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ევროპის კონტინენტის დატოვებას სერიოზულად განიხილავდა.
დე ბრუინის თქმით, მას ახლაც საკმარისი შემოსავალი აქვს, თუმცა, თუ საქმე აბსურდულ წინადადებამდე მივა, “სიტის” დატოვებაზე დაფიქრდება.
“ვგრძნობ, რომ მშვიდი ზაფხული მექნება. არასდროს მითქვამს, რომ “მანჩესტერ სიტიდან” წასვლას ვაპირებდი. საკმარისზე მეტ თანხას გამოვიმუშავებ, თუმცა, თუ საქმე აბსურდულ წინადადებამდე მივა, ეს ჩემი ოჯახისთვის, ნათესავებისთვის, შვილიშვილებისთვის, მათი შვილთაშვილებისთვის და მეგობრებისთვის შესანიშნავი იქნება”, – განაცხადა
დე ბრუინმა.
შეგახსენებთ, ს პროლიგაში გადაბარგებას დე ბრუინის თანაგუნდელ ედერსონ მორაეშსა და ბრუნო ფერნანდეშს (მანჩესტერ იუნაიტედი) უწინასწარმეტყველებენ.

ასევე დაგაინტერესებთ