ფული, კონვერტები და “კასირი” – მთავარი ქურდი და ღარიბაშვილის “კისერი”– რას ამბობს სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, , სასამართლო პროცესზე ამტკიცებს, რომ ფულს კონვერტებით არიგებს და ამბობს: დარწმუნებულია, რომ “ოლიგარქმა ყოფილ პრემიერს კორუფციის გამო “მოაძრო თავი”.
სააკაშვილმა, იმ სქემაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ქართველი ოლიგარქი ბიუჯეტის ფულს ანაწილებს.
დღეს როგორ ხდება ფულის განაწილება – ძირითადი ფული იკრიბება მთავარ ქურდთან, შემდეგ ის კონვერტებში ანაწილებს. ამას ჰქვია თეთრი კონვერტების დღე, როდესაც ნაწილდება სხვადასხვა ორგანოებს შორის, მათ შორის არიან მინისტრები, პარლამენტარები. ივანიშვილი ვერ იტანს ქურდობას. ღარიბაშვილი „მოაძრო“ იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილს თავისი „კასირი“ გაუჩნდა. ივანიშვილი თვლის, რომ მას პარავენ, რადგან ბიუჯეტის ფული მისია და ის ანაწილებს კონვერტებით და თუ გვერდზე შემოსავალი გაიჩინე, ამის გამო შეიძლება გაგაგდოს. მთავარია რომ ეს მანკიერი სისტემა დარჩეს და ყველამ იცოდეს, რომ ეს ხელი, ივანიშვილის ხელი აჭმევს და ამ ხელს არ უნდა უკბინოს.
მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ პირადი მაგალითი მიმეცა იმისა, რომ მე არ ვაკეთებ ფულს და თქვენც არ გაგაკეთებინებთ. ყოველთვის არ გამოვიდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში გამოვიდა. ამიტომ ჩვენი თითქმის არცერთი ყოფილი თანამდებობის პირი არ არის არათუ მილიონერი, არამედ არაა მდიდარი, ძალიან უჭირს ბევრს. ბევრი ამერიკაში მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად, მტვირთავად. ეს ხალხი მინახავს. უბედურება და ტრაგედია დატრიალდა ჩვენს თავს.

ასევე დაგაინტერესებთ