ფული თუ სიცოცხლე? – “არჩევნებისთვის არა, ახალი წლისთვის ვემზადებით” – პაპუაშვილი

ქართული ოცნების პარლამენტის ინიციატივით, პირველი იანვრიდან 20 ათასამდე პირს, ჩამორთმეული მართვის მოწმობები უკან უბრუნდებათ. მათ, ვინ შემთხვევის ადგილი მიატოვა, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო საჭესთან.
ქართული ოცნების მაღალჩინოსანი, აცხადებს, რომ ამ ადამიანებს საქმისთვის სჭირდებათ მართვის მოწმობა. სიცოცხლეც, რომელსაც საფრთხის ქვეშ აყენებდნენ ეს მძღოლები, გაუკვირდება, ალბათ, პაპუაშვილს, მაგრამ საჭიროა. ამნისტია საჭიროა, ცხადია, მაგრამ მსგავსი არგუმენტი, ან საკითხის მსგავსად დაყენება – საქმე თუ სიცოცხლე, ფული თუ სიცოცხლე? – არ გვახსენდება.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:
“შემოსავლის წყარო იყო სატრანსპორტო საშუალებით სვხადასხვა საქმიანობის წარმოება ასე, რომ თუ სწორად მახსოვს სტატისტიკა, 20 ათასამდე ადამიანს შეეხება დაახლოებით. [არჩევნებისთვის] არა, ჩვენ ვემზადებით ახალი წლისთვის. ამნისტია რა თქმა უნდა ყოველთვის ეხება მათ, ვინც რაღაცა დააშავა. ეს აპრიორია, ჩადებულია თვითონ ამ არსში. სასჯელი იყო, მათ მართვის მოწმობის ჩამორთმევის სახით შესაბამისი დისკომფორტი შეექმნათ ცხოვრებაში”

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია