ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა

ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსს (Basel AML Index) აქვეყნებს.
2025 წელს გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 27 საფეხურით გაუმჯობესდა 113-დან 140-ე ადგილამდე.
ფულის გათეთრების საფრთხის სიმცირით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა. ამასთან, საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშიცაა.