ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა და ფულის გათეთრების რისკისგან თავისუფლებით დიდი შვიდეულის 3 ქვეყნის გაუსწრო

ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა და ფულის გათეთრების რისკისგან თავისუფლებით დიდი შვიდეულის 3 ქვეყნის გაუსწრო
ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2024 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსს (Basel AML Index) აქვეყნებს. ინდექსი ფულის გათეთრების რისკს ზომავს მსოფლიოს 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. რეიტინგში ქვეყნების რანჟირება ხდება მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბალი რისკის ქვეყნებისაკენ. შესაბამისად რეიტინგს სათავეში ყველაზე მოწყვლადი ქვეყნები უდგას, ქვედა პოზიციებს კი წარმატებული ქვეყნები იკავებენ. ინდექსის თანახმად საქართველოს ფულის გათეთრების რისკის მაჩვენებელი შემცირდა. ქვეყანამ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 4,64 მიიღო, რაც გაუმჯობესებული შედეგია. 2024 წელს გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 11 საფეხურით გაუმჯობესა 102-ედან 113-ე ადგილამდე.
ფულის გათეთრების რისკისგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ბევრ წარმატებულ ეკონომიკას, დიდი შვიდეულის სამ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს : ამერიკის შეერთებულ შტატებს, იაპონიას, იტალიას, კვიპროსს, მალტას, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, სინგაპურს, ჰონ კონგს და ა.შ.
ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსის წარმოება სათავეს 2012 წლიდან იღებს. ამ 13 წლიან პერიოდში, საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა 33 ადგილით არის გაუმჯობესებული.
ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი ზომავს ფულის გათეთრების და მასთან დაკავშირებული ფინანსური დანაშაულის რისკს ქვეყნებსა და იურისდიქციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი იყენებს კომპოზიტურ მეთოდოლოგიას, 17 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება ხუთ აგრეგატულ რისკ-ფაქტორში.
1. ხარვეზები ფულის გათეთრების აღკვეთის ჩარჩოში
2. კორუფცია და თაღლითობა
3. ცუდი ფინანსური გამჭვირვალობა და სტანდარტები
4. ცუდი საჯარო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება
5. სუსტი პოლიტიკური უფლებები და კანონის უზენაესობა
ანგარიში ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, ამერიკის შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის და სხვა საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციების თემატურ გამოკვლევებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში