“ფულემი” “ლაიფციგის” შემტევის ტიმო ვერნერის დამატებას შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი პირადად ლონდონელთა თავკაცი მარკო სილვაა, რომელიც გერმანელი შემტევის დიდი თაყვანისმცემელია.
ფეხბურთელის გასხვისების წინააღმდეგი არც “ლაიფციგია”. ვერნერმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჯამში 13 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.