ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს – რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს

azerisport.com-ის ცნობით, ადგილობრივმა საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა, სთან მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის (1:1) შემდეგ ფულადი ჯილდო მიიღეს.
ირკვევა, რომ ადგილობრივ ფეხბურთის ასოციაციას ეს პრაქტიკა დანერგილი აქვს, ხოლო ფულადი პრიზები მეტოქის სიძლიერისა და შედეგის მიხედვით განისაზღვრება.
თავდაპირველად, დაგეგმილი იყო, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, ძირითადი შემადგენლობის თითოეული წევრი 5000 ევროს მიიღებდა, შეცვლაზე შემოსული მოთამაშე ამ თანხის 75%-ს, ხოლო ვინც სათადარიგოზე დარჩებოდა, 50%-ს.
ფრის შემთხვევაშიც იგივე განაწილების პრინციპი იმოქმედებდა, მაგრამ თანხა 2500 ევროდან დაიწყებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ კი ანაზღაურების სისტემა შეიცვალა და ფეხბურთელებმაც ის გასამრჯელო მიიღეს, რასაც გამარჯვების შემთხვევაში გადაუხდიდნენ.