ფულადი გზავნილები შემცირდა – ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა ჩაირიცხა

2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 24,8%-ით შემცირდა და 278,5 მლნ დოლარი შეადგინა. 2023 წლის აპრილში – 370,340 მლნ აშშ დოლარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.
რაც შეეხება გადარიცხვებს, სებ-ის ინფორმაციით წელს აპრილში საქართველოდან 30,438 მლნ აშშ დოლარი გადარიცხა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 28,478 მლნ აშშ დოლარი.
2024 წლის აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა შემდეგი 10 ქვეყნიდან:
· ს ფედერაცია – 49,129 მლნ აშშ დოლარი
· აშშ – 46,308 მლნ აშშ დოლარი
· იტალია – 45,803 მლნ აშშ დოლარი
· საბერძნეთი – 21,913 მლნ აშშ დოლარი
· გერმანია – 20,710 მლნ აშშ დოლარი
· – 19,894 მლნ აშშ დოლარი
· ყაზახეთი – 12,254 მლნ აშშ დოლარი
· თურქეთი – 8,086 მლნ აშშ დოლარი
· ესპანეთი – 5,605 მლნ აშ დოლარი
· – 5,523 მლნ აშშ დოლარი
bpn.ge