ფულადი გზავნილები საქართველოში

საერთაშორისო ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკისთვის უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა.
ფულად გზავნილებს დიდი როლი ენიჭება, რადგან სტატისტიკურად, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა უცხოური გრანტების და ინვესტიციების რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება. ეს ყველაფერი ეხმარება სიღარიბის შემცირებას, ვალუტის და ეკონომიკურ სტაბილურობას.
რა არის საჭირო ფულადი გზავნილის შესრულებითვის
დღეს ფულადი გზავნილების არაერთი სისტემა გამოიყენება.
ფულადი გზავნილი საშუალებას გაძლევს მესამე პირს გადაურიცხო თანხის სასურველი რაოდენობა.
ფულადი გზავნილების სისტემების მომსახურებით რომ ისარგებლო, ამისთვის გჭირდება საიდენტიფიკაციო დოკუმენტი და გზავნილის უნიკალური კოდი, რომლითაც ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება.
მნიშვნელოვანია, რომ თანხის გადარიცხვისას დაიცვა უსაფრთხოების წესები. მაგალითად, ონლაინ მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, დააკვირდი, რომ ტრანზაქცია ხორციელდება დაცული გვერდებიდან.
აგრეთვე, აუცილებელია, დააზუსტო, არის თუ არა ფულადი გზავნილის სისტემა იმ ლოკაციაზე, სადაც თანხის გაგზავნას აპირებ.
სად მიიღებ ფულადი გზავნილს საქართველოში
ფულადი გზავნილების მიღება საქართველოში შესაძლებელია:
· ბანკებში;
· მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში;
· ფულადი გადარიცხვების განმახორციელებელ სხვა დაწესებულებებში.
საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილით თანხის მიღება უფრო სწრაფადაა
შესაძლებელი, ვიდრე ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვების
განხორციელებით. ფულადი გზავნილის გაუქმება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მიმღებს ის ჯერ არ გაუნაღდებია.
რას გთავაზობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC
MBC ფულადი გზავნილების საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს და მომსახურებაც ყველაზე სწრაფი და კომფორტულია:
· არ მოგიწევს დამღლელ რიგებში დგომა და დიდხანს დაყოვნება, მიიღებ ან გადარიცხავ თანხას მომენტალურად;
· მომსახურების მიღებას შეძლებ ანგარიშის გაუხსნელად;
· ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლია;
· გადარიცხვების განხორციელებას შეძლებ შენთვის სასურველ ნებისმიერ ვალუტაში: ლარში, დოლარში ან ევროში;
· გზავნილებისთვის მხოლოდ გაგზავნის საკომისიოს გადახდა მოგიწევს, რასაც გადაიხდი თანხის გადარიცხვისას, განაღდება კი უფასოა;
· ტარიფი განისაზღვრება გზავნილის სისტემის, მიმართულების, გასაგზავნი თანხის ოდენობის და ვალუტის მიხედვით;
· უცხოური ვალუტით მისაღები გზავნილის თანხას ან გასაგზავნად საჭირო ვალუტას, საუკეთესო კურსით დააკონვერტირებ.
ფულადი გზავნილებისთვის ისარგებლე შენს საცხოვრებელ მისამართთან ყველაზე ახლოს მდებარე MBC-ის ფილიალით.