2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 252,28მლნ აშშ დოლარი (711,1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5,3%-ით (14,1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2024წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95,1% იმ 22 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 22 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 95,3%მოდიოდა.
2025 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,7 მლნ აშშ დოლარი (80,9 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის თებერვლის (29,3მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2,0% ნაკლებია.
