ფულადი გზავნილები რუსეთიდან 29%-ით შემცირდა, ყირგიზეთიდან კი 154%-ით გაიზარდა

2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 291.86 მლნ დოლარი (811.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 3.9%-ით (10.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 96.5% მოდიოდა.
2025 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.1 მლნ აშშ დოლარი (89.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის მარტის (29.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.5% მეტია.