ფუკუშიმას ელექტროსადგურიდან რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა

ფუკუშიმა დაიჩის ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. ინფორმაციას კომპანია Tokyo Electric Power Company (TEPCO) ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, გაჟონილი წყალი გარემოზე გავლენას არ მოახდენს. საწარმოს შეფასებით, 5,5 მეტრულ ტონამდე რადიოაქტიური წყალი, რომელიც შეიცავს 22 მილიარდ რადიოაქტიურ ნივთიერებას, გაიჟონა მას შემდეგ, რაც სარემონტო სამუშაოების დროს წყლის გამწმენდი მოწყობილობების სარქველები ღია დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ