ფუკუიამა: “ქართულ ოცნებას” სურს, უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრენსის ფუკუიამა ამბობს, რომ მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” მოსკოვთან დაკავშირება ურჩევნია -ისთან მჭიდრო ურთიერთობებს. ე.წ. აგენტების კანონის მიღებასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა შეიძლება იყოს “ქართული ოცნების” მიზანი? და რატომ რისკავს „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპულ მომავალს და შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს? – რაზეც ფუკუიამა პასუხობს:
“ქართულ ოცნებას” სურს, უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან. არ მგონია, ისინი განსაკუთრებულად განაწყენდნენ ფაქტით, რომ ეს შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. არ ვფიქრობ, რომ მათ სურთ, [საქართველო] ევროკავშირის ნაწილი იყოს. ასე რომ, ისინი არ იქნებიან უკმაყოფილო იმით, რომ ეს [კანდიდატის] სტატუსს დააზარალებს. ასევე არ მგონია, რომ ახლა ისინი განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობით, რადგან მათ მოსკოვთან დაკავშირება ურჩევნიათ. აქამდე, ეს ერთგვარად ფარული მოტივი იყო. ისინი მოსკოვისკენ იხრებოდნენ და რუსებს ევროპული სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებოდნენ. რუსებისთვის ევროპული სანქციების თავის არიდებაში დახმარებით, ისინი მოსკოვისკენ იხრებოდნენ. საქართველოს გავლით, რუსეთში ბევრი ევროპული საქონელი გადის. მაგრამ, ოფიციალური პოზიცია მაინც ის იყო, რომ მათ სურდათ, სქართველო ევროკავშირის და შესაძლოა ნატოს წევრიც კი ყოფილიყო. მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ყოველთვის ცრუობდნენ. მათ ნამდვილად არ სურთ ეს შედეგი. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ სთან ომში, მომენტუმი თითქოს სკენ იხრება. ამან „ქართული ოცნება“ გაათავისუფლა, რუსეთის მხარდაჭერაში უფრო ღია იყოს”.
ფუკუიამა აღნიშნავს, რომ გასულ კვირას დემონსტრანტებზე თავდასხმა და ფიზიკური ძალადობა მეტყველებს იმაზე, “საით მიდის საქმე”.
“ისინი არ დაელოდნენ კანონის საბოლოო მიღებას და დაშინების კამპანია დაიწყეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კანონის მიზანი არ არის უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირება, არამედ რუსეთის კანონის მსგავსად, ის გამოყენებული იქნება ოპოზიციის წევრების დასარბევად”, – ამბობს ფუკუიამა.
იგი, ასევე მიიჩნევს, რომ ბერკეტების ყველაზე დიდი წყარო, საქართველოში გარკვეული პირების მიმართ, “მიზანმიმართული სანქციების” დაწესებაა.
“მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ისეთი ზოგადი სანქციების გამოყენება, როგორც [იმ] უვიზო რეჟიმის გაუქმებაა, რომელსაც ევროპა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს. ვფიქრობ, შესაძლებელია ზოგადი სანქციების იმგვარად მოდიფიცირება, რომ ვიზები მოითხოვონ პირებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების [წინააღმდეგ მიმართულ] კანონს, ასევე ზოგიერთ საკვანძო თანამდებობის პირს, რომლებიც, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში, ოპოზიციურ ჯგუფებზე ზეწოლის, მათი ხმების ჩახშობის მცდელობის უკან დგანან”.
2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში თვეზე მეტია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება. მათში ათასობით ახალგაზრდა მონაწილეობს. სტუდენტების დიდი ნაწილი კი გაფიცულია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ფეხბურთში წარმატების ეიფორიამ გარეთ გამოიტანა ყველა თვისება, რომლის დაფარვასაც „ნაციონალები“ გულმოდგინედ ცდილობენ – ფეხბურთელები „მოღალატეებად“ იქცნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სულისკვეთება არ გაიზიარეს