,, ფუი, თქვე სულაძაღლებულებო! თქვენ, ფარჩაკებო! თქვენ, ლეშზე დაგეშილებო!” – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:
,,უსასტიკესი ფორმით მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ტერორი!
ინდივიდუალურად ყავთ პრესინგზე აყვანილი ცნობადი, ავტორიტეტის და ხალხის მხრიდან პატივისცემის მქონე პირები!
ისე, ფეხები არავის მოჭამონ!
მაგრამ…
სად წერია, რომელ ადამიანის უფლებებში და თავისუფლებებში ეტევა ასეთი ცხოველურად პრიმიტიული, ფაშისტური სიძულვილით გაჯერებული ქმედებები?!…
უი, ეტყობა, იმ ევროპულ ღირებულებებში, რომელსაც ჩვენ უნდა ვეზიაროთ!
არა და, ამ ფსიქოლოგიურ ტერორიზმს მარკერით აქვს გამოკვეთილი ერთი მთავარი ხაზი- შვილების და მშობლების უპატიებილი, დაუნდობელი დაპირისპირება!
ფუი, თქვე სულაძაღლებულებო!
თქვენ, ფარჩაკებო! თქვენ, ლეშზე დაგეშილებო!
აღარ დატოვეთ არავის ლოგინი და საცვლები ამოქექვის გარეშე. რას ეძებთ?!რას იჩიჩქნებით?! თქვენზე ბინძურს ვერავის იპოვით, გარწმუნებთ! თქვენზე ზნედაცემულები ბუნებაში არ არსებობენ!.. …თქვენ აიძულებთ ამ ადამიანებს, ტანგებით ირბინონ ქუჩებში, თქვენ უვარდებით საძინებლებში! ეს თქვენ იყენებთ ადამიანების პირად ცხოვრებას საკუთარი ამბიციებისა და ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილის დასაკმაყოფილებლად!
ეს თქვენ კლავთ პრემიერ მინისტრებს “საეჭვო ვითარებებში”, ეს თქვენ იყენებთ კასტილიანს აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად! ეს თქვენ იღებთ საძინებლებში საკუთარ ცოლებს, მეგობრებს, ნათესავებს, თანაპარტიელებს… და კასრებში აარქივებთ შემდგომი შანტაჟისა და საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენების მიზნით!
დიახ! ეს ხართ თქვენ – ფაშისტები! ტერორისტები! მკვლელები! მოძალადეები!
ეს ხართ თქვენ- ლიბერალიზმით შენიღბული ქართველი ფაშისტები!
დიან, თქვენ ხართ… მაგრამ დროებით!…
თქვენ დასრულდებით!
ის ახალგაზრდობა კი, რომელსაც ატყუებთ და ლეღვის ფოთლებად იყენებთ, დადგება დრო, გაიგებს სიმართლეს და საკუთარ ფურთხში ჩაგახრჩობთ!
დაელოდეთ შვილების გამოფხიზლებას, იდიოტებო!”