ფსონების სკანდალი – თურქეთში 1024 ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია
საფეხბურთო მატჩებზე სავარაუდო ფსონების დადების გამოძიების ფარგლებში, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ (TFF) 1024 მოთამაშეს დისციპლინური გამოძიების მოლოდინში, დისკვალიფიკაცია მისცა.
ფედერაციამ გამოაქვეყნა დამნაშავედ ცნობილთა სია, რომელთა შორის ზოგიერთი მათგანი სუპერლიგის საუკეთესო გუნდებიდან არის:
„გალათასარაი“: მეჰეტან ბალტაჯი, ევრენ ერენ ელმალი.
„ბეშიქთაში“: ერსინ დესტანოღლუ, ნეჯიპ უისალი.
„ტრაბზონსპორი“: ბორან ბაქანი, სალიჰ მალკოჩოღლუ.
ზოგიერთ კლუბს აღარ ჰყავს მოთამაშე, ამიტომ, მეორე და მესამე დივიზიონები ორი კვირით შეჩერებულია.
თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია კი FIFA-ს საგანგებო შიდა სატრანსფერო ფანჯრის გახსნას სთხოვს, რათა ყველამ შეძლოს შემადგენლობის შევსება.
TFF-ის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუმ, სიტუაციას „მორალური კრიზისი“ უწოდა თურქეთის ფეხბურთში. მისმა გამოძიებამ აჩვენა, რომ თურქეთში პროფესიონალური ლიგების 571 აქტიური მსაჯიდან 371-ს ჰქონდა ფსონების ანგარიშები და მათგან 152 აქტიურად თამაშობდა. მაგალითად, ერთ მსაჯს ფსონი 18 227-ჯერ ჰქონდა დადებული, ხოლო 42 მსაჯს 1000-ზე მეტ საფეხბურთო მატჩზე.




