ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა 2-წლიანი იქნება. ცვლილებები ბრძანებაში 23 მარტს შევიდა.
ცნობისთვის, 20 თებერვლის ბრძანების თანახმად, აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 1 წლამდე მცირდებოდა.
მარტში ფსიქოლოგიის მიმართულების აკადემიური პერსონალის, პრაქტიკოსი ფსიქოლოგების და ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონე კურსდამთავრებულთა ნაწილმა ივანიშვილის განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს განცხადებით მიმართეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ სწავლების დროის შემცირება გამოიწვევდა არაკვალიფიცირებული, არაკონკურენტურიანი ფსიქოლოგების მომზადებას, “რაც დაგვაშორებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ სტანდარტს”.
შეგახსენებთ, 4 თებერვალს ივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლითაც ოცნების პარლამენტი სასწავლო გრანტებისა და საუნივერსიტეტო ავტონომიის გაუქმება მოხდება.
ოცნებას შემოაქვს პრინციპი “ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი”, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტულ ქალაქში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ნებაყოფლობითი მე-12 კლასი, სავალდებულო ფორმები, ტელეფონების აკრძალვა – ოცნების რეფორმა
ამასთან ერთად, სკოლები 11-წლიანი ხდება. ცვლილებების ფარგლებში, სკოლებში მეთორმეტე კლასი ნებაყოფლობითი იქნება და მისი გავლა მოსწავლეებს რეგისტრაციის შემდეგ შეეძლებათ. ივანიშვილის განათლების მინისტრის თქმით, ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო ბადე, სადაც მსურველები გაივლიან რეგისტრაციას და გააგრძელებენ მე-12 კლასში სწავლას.
ივანიშვილის განათლების მინისტრის ინფორმაციით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში სკოლებში სახელმძღვანელოები შეიცვლება და ყველა სკოლაში ერთი, განათლების სამინისტროს მიერ დაწერილი სახელმძღვანელოთი ასწავლიან.
განათლების სამინისტროს მხირდან იგეგმება სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა.
ცვლილება, რომელსაც ქართული ოცნება საუნივერსიტეტო სწავლებაში გეგმავს, არის ის, რომ ბაკალავრიატი გახდეს 3 წელი, ხოლო მაგისტრატურა-1 წელი, ცვლილება შეეხება ყველა პროგრამას “გამონაკლისი სპეციალობების გარდა”.
ივანიშვილის განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განმარტებით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობის კვოტირება “მოხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს”.
გაბისონიას ცნობით, ოცნება ასევე განსაზღვრავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმ კონკრეტული მიმართულებებს, “რომელიც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი”.
2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, კერძოებზე გრანტები აღარ გაიცემა
ამასთან ერთად, 2026 წლიდან ყველა სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარეს, უფასოდ ისწავლის.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მოქმედ სტუდენებს არსებული გრანტები შეუნარჩუნდებათ, 2026 წლიდან კი კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.
უწყების განმარტებით, კერძო უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს შიდა გრანტები და დაფინანსების პროგრამები შეთავაზონ, თუმცა მათი პირველკურსელები სახელმწიფო გრანტს ვეღარ მიიღებენ.