ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა კვლავ 2-წლიანი იქნება.20 თებერვლით დათარიღებულ მინისტრის ბრძანებაში ეწერა, რომ ფსიქოლოგიაზე, ისევე როგორც სხვა ათობით სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 1 წლამდე მცირდებოდა. ერთი თვის შემდეგ, 23 მარტს გივი მიქანაძემ საკუთარ ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა და ფსიქოლოგიის მაგისტრატურაზე სწავლის ხანგრძლივობა ისევ 2-მდე გაზარდა.ბრძანებაში ცვლილებები მას შემდეგ შევიდა, რაც ფსიქოლოგებმა და ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა სამინისტროს სწავლის დროის შენარჩუნების მოთხოვნით მიმართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ სწავლების დროის შემცირება “გამოიწვევს ნაკლები და არაკვალიფიცირებული, არაკონკურენტურიანი ფსიქოლოგების მომზადებას, რაც დაგვაშორებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ სტანდარტს”.“[ეს] ავტომატურად ნიშნავს პროფესიული დისკვალიფიკაციას, საქართველოში მომზადებული ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონდე ადამიანის არათავსებადობას მინიმალური სტანდარტთან”, – ეწერა სფეროს პროფესიონალების მიერ მიქანაძისთვის გაგზავნილ წერილში.სამაგისტრო საფეხურზე სასწავლო პროგრამების უმეტესობისთვის სწავლის ხანგრძლივობა 2-დან 1 წლამდე შემცირდა “ქართული ოცნების” ინიციირებული განათლების რეფორმის ფარგლებში. რეფორმა, ასევე, გულისხმობს, საბაკალავრო სწავლების შემცირებას 4-დან 3 წლამდე.გივი მიქანაძის 20 თებერვლის ბრძანებით განსაზღვრულია ის სასწავლო პროგრამები, რომლებზეც ბაკალავრზე 4, ხოლო მაგისტრატურაზე 2-წლიანი სწავლა შენარჩუნდება. მათ შორისაა ფარმაცია, გეოლოგია, საავიაციო ინჟინერია და ა.შ.3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა შეეხებათ არა მხოლოდ მომავალ სტუდენტებს, როგორც ამას თავდაპირველად ამბობდნენ “ოცნების” ლიდერები, არამედ მათაც, რომლებმაც უნივერსიტეტებში 2025 წელს ჩააბარეს.ამავე თემაზე:რატომ დახურეს ილიაუნში თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა – პროფესორის მოსაზრება



