ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში – როგორ ცვლის ტექნოლოგიები ჩვენს ქცევას?

ციფრულმა ტექნოლოგიებმა ძირეულად შეცვალა ადამიანების საქმიანობა, სწავლა, კომუნიკაცია და აზროვნებაც კი. თანამედროვე მკვლევრებისთვის აღნიშნული ცვლილებების ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად, საინტერესო გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, რომელიც საქართველოში უნიკალური და თანამედროვეობაზე მორგებული სასწავლო დაწესებულებაა, შექმნა საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“.
2025-2026 სასწავლო წლიდან აღნიშნული პროგრამის სტუდენტები დეტალურად შეისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას ფსიქიკასა და საზოგადოებაზე. პროგრამის კურიკულუმი აერთიანებს ფსიქოლოგიასა და ციფრულ ტექნოლოგიებს, რათა კურსდამთავრებულები მზად იყვნენ ერთი მხრივ, მათ საქმიანობაში არსებული ციფრული გამოწვევებისთვის და, მეორე მხრივ, სწორად მართონ ტექნოლოგიური საკითხებით გამოწვეული პრობლემები. ის მოიცავს ტექნოლოგიურ მოდულებსაც. ფსიქოლოგიისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ცოდნა კი სპეციალისტებს კარიერაში ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.
აღსანიშნავია, რომ BTU-ს ფსიქოლოგიის პროგრამა საქართველოში ერთადერთია, რომლის სტუდენტებიც კიბერფსიქოლოგიას შეისწავლიან. ეს დისციპლინა იკვლევს, რა გავლენას ახდენს ინტერნეტი, სოციალური ქსელები და ზოგადად, ვირტუალური რეალობა ადამიანის ქცევასა და თვითშეგნებაზე. ციფრულ გარემოში ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის, პიროვნული იდენტობის და დამოკიდებულებების კვლევა თანამედროვე საზოგადოებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
კიდევ ერთი ინოვაციური საგანია გადაწყვეტილების ნეირომეცნიერება. ამ კურსს BTU-ს სტუდენტებისთვის სპეციალურად მოწვეული გერმანელი პროფესორები წაიკითხავენ. მის ფარგლებში, ახალგაზრდები შეისწავლიან, როგორ იღებს ტვინი გადაწყვეტილებებს, როგორ მოქმედებენ ემოციები, კოგნიცია და ტექნოლოგიური ფაქტორები არჩევანის პროცესზე. ეს ყველაფერი განსაკუთრებით საჭირო ხდება როგორც მარკეტინგში, ისე ტექნოლოგიური პროდუქტების დიზაინში.
BTU-ში მორალის ფსიქოლოგია და ფსიქოლოგია და ეკონომიკა სავალდებულო საგნებია. სხვა უნივერსიტეტების ფსიქოლოგიის პროგრამაზე კი ისინი, როგორც წესი, არჩევით საგნადაა მითითებული. აღნიშნული ორი მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ს ფსიქოლოგიური პერსპექტივების გააზრებისთვის. ეს ეხება აქტუალურ კითხვას, თუ როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ხელოვნურმა ინტელექტმა და განსაზღვროს რომელია „სწორი“ და რომელი „არასწორი“.
მონაცემთა ანალიზსა და კოდირებას ფსიქოლოგიის ახალი ენას უწოდებენ. BTU კი ერთადერთი უნივერსიტეტია, სადაც ფსიქოლოგიის სტუდენტები მონაცემების დამუშავებას სწავლობენ R-ის პროგრამირების ენით საშუალებით. ისინი ეუფლებიან პროგრამირების საფუძვლებს, რაც დამოუკიდებელი კვლევის და ანალიზის შესაძლებლობას აძლევს.
გარდა ამ უნიკალური საგნებისა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტები ყველა სავალდებულო საგანს ტექნოლოგიებთან კავშირში შეისწავლიან. ისინი გაეცნობიან, თუ როგორ შემოვიდა ტექნოლოგიები სხვადასხვა სფეროში, როგორ ავითარებს მათ და პირიქით, როგორ ვითარდება ტექნოლოგიები ფსიქოლოგიის ამ სფეროების წყალობით.
რაც შეეხება არჩევით საგნებს, მათ შორის არაერთი გამორჩეული მიმართულებაა. ესენია
· ციფრული ანთროპოლოგია;
· ქცევითი თამაშის თეორია;
· ტრანზაქციული ანალიზიბიზნეს კომუნიკაციაში;
· რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი Python-ით;
· ტექსტის მაინინგი R-ით.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ BTU-ს პროგრამა ეყრდნობა ფსიქოლოგიის ფუნდამენტურ საფუძვლებს, მაგრამ ორიენტირებულია თანამედროვეობასა და დღეს არსებულ გამოწვევებზე.
პროგრამაზე სწავლის ღირებულება 2250 ლარია. პირველ სასწავლო წელს კურსზე 150 სტუდენტი ჩაირიცხება.
პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში – BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.
(R)