“ფსიქიური გაუპატიურება გალა-კონცერტის მეშვეობით” – სოსო მანჯავიძე

დანაშაული ფსიქიური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
მუხლი X. ფსიქიური გაუპატიურება გალა -კონცერტის მეშვეობით 1. ფსიქიური გაუპატიურება, ანუ პირის ფსიქიკაში ნებისმიერი ფორმით მდარე მუსიკალური ხასიათის ძალადობრივი შეღწევა ნებისმიერი მუსიკალური ინსტრუმენტის გამოყენებით, ჩადენილი ანგარებით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, ესტრადასთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე, ესტრადასთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-ე–141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; გ) ჯგუფურად; დ) ევროკავშირის დროშების გამოყენებით ე) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ვ) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 4. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით; ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიური ჯანმრთელობის მოსპობა; გ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, – დ) ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, ესტრადასთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.