ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფსიქიკას, მათ ჯანმრთელობას, აზიანებს გენოფონდს და არაფერი შეიძლება იყოს უფრო ანტიეროვნული, ანტიქართული, ვიდრე ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკის” შედეგად გამოწვეული ძალიან მძიმე შედეგები“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად შეიმუშავეს ანტინარკოტიკული რეფორმა, რომლის რეფორმის შემუშავებაშიც აქტიურად იყო ჩართული როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე საპარლამენტო ოპოზიციაც.
„შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელსაც ვიწყებთ. ასევე, განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ ანტინარკოტიკული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი . რა თქმა უნდა, რეფორმის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო უმრავლესობა და ასევე საპარლამენტო ოპოზიციაც. ამ თემაზე არის აბსოლუტური ერთსულოვნება და გვაქვს იმედი, რომ საზოგადოებაც ბოლომდე დაუდგება გვერდით ანტინარკოტიკულ რეფორმას და საზოგადოებრივი მხარდაჭერით ჩვენ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში პირველი პოზიტიური შედეგები გვექნება“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა