ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი უნდა დასრულდეს, გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს, ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად ცხოვრება

ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი უნდა დასრულდეს, გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს, ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად ცხოვრება
უცხოური აგენტურა, ეს სიმახინჯე, ეს ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, უკვე აბსოლუტურად განულებული აქვთ რესურსები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ რა როლი ექნება არჩევნებს იმ პროცესის დასრულებაში, რომელიც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და სადაც ოპოზიცია ცდილობს შექმნას ტურბულენტობის ზონა, რომ შემდეგ გარე აქტორები მუდმივად აპელირებდნენ იმაზე, რომ არის არასტაბილურობა, ხალხის პროტესტი და ა.შ.
„სანამ ბოლომდე არ დასრულდება ის ბრძოლა, რომელიც უპირისპირდება საქართველოში უცხოური აგენტების გავლენების ბოლომდე აღმოფხვრას, რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცები სულ იქნება. ჩვენ ვიბრძვით.
გამჭვირვალობის კანონი – რატომ ჰქონდათ ამხელა ისტერიკა ამ კანონთან დაკავშირებით? იმიტომ, რომ გაუმჭვირვალობა იყო რევოლუციის მარტივად მოწყობის მთავარი ინსტრუმენტი. როგორც კრაზანების ბუდეს შეეხები, ასე გამოვარდნენ პირდაპირ ეს უცხოელი აგენტები. ამხელა ისტერიკა იყო, როგორ ტყუილებს ლაპარაკობდა მაშინდელი ამერიკის ელჩი. გახსოვთ ყველას კელი დეგნანი, ათასი სიცრუე, სამარცხვინო პროპაგანდა, ნული დისკუსია. დისკუსია არც დაუშვეს, არავითარი დისკუსია. ერთადერთი რაც აინტერესებდათ, ეს იყო ბუნდოვანება, გაუმჭირვალობა, იმისათვის, რომ გაუმჭვირვალედ მოეწყოთ ჩვენს ქვეყანაში რევოლუცია და დაპირისპირებოდნენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
ეს ყველაფერი არის დასამთავრებელი – უცხოური აგენტურა, ეს სიმახინჯე, ეს ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. უკვე აბსოლუტურად განულებული აქვთ რესურსები. ესეც უნდა დამთავრდეს, რასაც ვხედავთ, რომ გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. ეს უნდა დასრულდეს, ეს დამთავრდება. ხალხი ამას მოთმინებით უყურებს, ჩვენც მოთმინებით ვუყურებთ, მაგრამ ერთხელ ამას აუცილებლად დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს. ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად ცხოვრება. ეს არის მთავარი ინტერესი, მშვიდობა, სიმშვიდე, განვითარება. რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ფსევდოლიბერალების სახით, მათ აქვთ ზუსტად საპირისპირო, არა სურვილი და მიზანი, არამედ დაკვეთა, დავალება, რომ დაარღვიონ ოდნავ მაინც, თუნდაც ოდნავ, მშვიდობა, სიმშვიდე ქვეყანაში, არ მისცენ სრულფასოვნად განვითარების საშუალება ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ამის მიმართ ვერ ვიქნებით ჩვენ ლოიალურები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს