ფსევდოექსპერტები და პოლიტიკურად ანგაჟირებული ბიზნესმენები გვაშინებენ კრიზისი ეკონომიკაზე გადავაო – ნინო წილოსანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ფსევდოექსპერტებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ბიზნესმენებს უწოდებს მათ, ვინც პოლიტიკური კრიზისის ეკონომიკაზე გავლენის რისკებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2024 წლის პროგნოზი გააუმჯობესა. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
“ფსევდოექსპერტები და პოლიტიკურად ანგაჟირებული ბიზნესმენები გვაშინებენ კრიზისი ეკონომიკაზე გადავაო… ამის პარალელურად, მსოფლიო ბანკმა იანვრის განახლებულ ანგარიშში საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და 9%-მდე გაზარდა.
ისე კი, თქვენ აქცია აქცია და რევოლუცია რევოლუციაზე მოაწყვეთ გაფიცვები და პროვოკაციები აორგანიზეთ თქვენს რესტორნებსა და კაფეებში მიმსვლელი ტურისტები დააშინეთ ჩაფურთხებით და ვნახავთ, როგორ აყვავდებით”, – წერს წილოსანი.