ფსბ-ს სამი ოფიცერი 5 მლრდ რუბლი ქრთამისთვის დააკავეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო გამოძიება საერთო ჯამში ხუთი მილიარდი რუბლის ოდენობის ქრთამის თაობაზე. გამოძიება მიმდინარეობს ფსბ-ს ოფიცრების, ალექსეი ცარიოვის, სერგეი მანიშკინისა და ალექსანდრ უშაკოვის მიმართ. ამის შესახებ ტასი იტყობინება სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით.
სამივე ბრალდებული მსახურობდა ს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ფსბ) სამმართველო „М“-ში, რომლის თანამშრომლები ძალოვან სტრუქტურებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით არიან დაკავებული.
ტასის ცნობით, ალექსანდრ უშაკოვი დაპატიმრებულია, მას წაუყენეს ბრალდება – დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
სერგეი მანიშკინი და ალექსეი ცარიოვი შინაპატიმრობაში იმყოფებიან. მათ გამოძიებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და ჩვენებები მისცეს თანამზრახველების შესახებ.