ფრონტის ხაზზე საბრძოლო ინტენსივობა დღეში საშუალოდ 180 შეტაკებაა – ესტონეთის თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი

ესტონეთის თავდაცვის ძალების (EDF) სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ანტს კივისელგი ვარაუდობს, რომ ამ ზამთარში გაზრდის თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა მოწინააღმდეგე მხარეს მეტად დააზარალოს და მოსახლეობას მეტი ტანჯვა მიაყენოს.
ს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, პოლკოვნიკმა კივისელგმა განმარტა, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ბრძოლის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. მისივე თქმით, მართალია, რუსეთმა სექტემბერში უკრაინის ტერიტორიის თითქმის 260 კვადრატული კილომეტრის დაკავება შეძლო, მაგრამ ეს 44 პროცენტით ნაკლებია აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე და ივლისში დაკავებული ტერიტორიის ნახევარს შეადგენს.
ამის მიუხედავად, ფრონტის ხაზზე საბრძოლო შეტაკებების ინტენსივობა და სიხშირე ზაფხულის დონეზე დარჩა, რაც დღეში საშუალოდ 180 საბრძოლო შეტაკებას უტოლდება.
რუსეთის სამხედრო აქტივობის ფოკუსი კვლავ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზეა მიმართული, რომლის დაკავებასაც ის სამხრეთიდან უდაჩნეს, ხოლო ჩრდილოეთიდან დობროპილიას მიმართულებებიდან ცდილობს.
„უკრაინის კონტრშეტევამ მნიშვნელოვნად დაანაწევრა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები დობროპილიას მიმართულებით და, შესაბამისად, მათი შეტევა შეანელა“, – განაცხადა პოლკოვნიკმა კივისელგმა.
ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ რუსეთმა გარკვეულ პროგრესს მიაღწია ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით, ასევე დონეცკის ოლქში, ლიმანის მიმართულებით და ზაპოროჟიეს ოლქში.
„რელიეფის თავისებურებებიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა შეძლეს დონეცკის ოლქის დასავლეთ საზღვრის გადაკვეთა და დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვრის გასწვრივ გადაადგილება, რათა გადაეჭრათ P85 მაგისტრალი, რომელიც გულიაიპოლესა და პოკროვსკს აკავშირებს“, – აღნიშნა მან.
კივისელგი მიიჩნევს, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაციები მომდევნო თვეებშიც ანალოგიურად გაგრძელდება, რა დროსაც რუსული ძალები მთელი ფრონტის ხაზზე ზეწოლას შეინარჩუნებენ და ტაქტიკური უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობებს დაელოდებიან.
„მთლიანობაში, უკრაინის თავდაცვის ხაზები მყარია და არ არსებობს ნიშანი იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია უახლოეს კვირებში დიდ გარღვევას მიაღწევს“, – ვარაუდობს პოლკოვნიკი კივისელგი.
მისი განმარტებით, სამხედრო წარუმატებლობებით გამოწვეული იმედგაცრუებისა და რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის თავდასხმების საპასუხოდ, რუსი პროპაგანდისტები სულ უფრო ხშირად გამოდიან უკრაინის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მოწოდებით, რათა ამ ზამთარს უკრაინელ ხალხს მაქსიმალური ზიანი მიადგეს.
EDF-ის პოლკოვნიკმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის ქმედებებს, რომელიც უკრაინის ატომური ელექტროსადგურების სტაბილური მუშაობის ჩაშლას ისახავს მიზნად.
„ფართომასშტაბიანი ბირთვული ავარიისა და რეგიონული ბირთვული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ს მოუწევს ყველა შიდა რესურსის გამოყენება და თავდაცვითი საქმიანობის შეჩერება. ეს ასევე მოითხოვს ფართო საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებას, რომლის მიწოდებაც, რუსეთის მტრული ქმედებების გამო, უსაფრთხოების ძალიან მაღალ რისკს შექმნის“, – დასძინა მან.