„ფრონტერას“ დამფუძნებელი ნიკანდროსი -ის კონგრესში „ოცნების“ სასარგებლოდ ლობირებს – Reuters

ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ ტეხასური ნავთობკომპანია „ფრონტერას“ თანადამფუძნებელი სტივ ნიკანდროსი -ის კონგრესმენებთან კერძო კომუნიკაციისას „ქართული ოცნების“ სასარგებლო ლობირებას ეწევა.
„როიტერსი“ 23 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ამერიკელი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ორპარტიული ჯგუფი ბოლო თვეებია, ცდილობს, გაიტანოს კანონპროექტი, რომელიც დასჯის საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც სულ უფრო და უფრო იხრება მოსკოვისაკენ.
ეს კი ხდება იმის ფონზე, რომ პრეზიდენტი უფრო მეტად აჩვენებს მზაობას, რომ ზეწოლა განახორციელოს რუსეთზე, რომელიც ში ომს აგრძელებს – რისი გამოხატულებაც იყო 22 ოქტომბერს ნავთობკომპანიებისათვის მკაცრი სანქციების დაწესება.
თბილისზე ზეწოლის გასაზრდელ ნაბიჯებს შორის დასახელებულია რესპუბლიკელი ჯო უილსონის ინიციატივა, – სავარაუდოდ, „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ – რომელიც, „როიტერსის“ სიტყვებით, აშშ-ს მთავრობას „აუკრძალავდა, აღიაროს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა – ხელისუფელბას, რომელსაც ხელმძღვანელობს პოპულისტური, კონსერვატიული „ქართული ოცნება“.
გამოცემის ცნობით, რესპუბლიკელების დონორმა, სტივ ნიკანდროსმა, – რომელიც საქართველოში ცნობილია, როგორც „ფრონტერას“ დამფუძნებელი და მოქმედი ხელმძღვანელი, – 30 სექტემბერს წერილი გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ზოგიერთ წევრს და მადლობა გადაუხადა მათ ამ ზომის წინააღმდეგ დაკავებული პოზიციისათვის.
„ის წერილში, – რომელიც „როიტერმა“ იხილა, – ასევე მოუწოდებს კანონმდებლებს, გადადგან შემდგომი ნაბიჯები ზომის საბოლოო მიღების წინააღმდეგ, – იმ ფონზე, რომ პროექტი კომიტეტის მიერ დამტკიცების შემდეგ პლენარულ სხდომაზე გასვლას ელოდება“.
სტივ ნიკანდროსს „როიტერსის“ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ კითხვაზე პასუხად კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოს ელჩმა აშშ-ში, თამარ ტალიაშვილმა გამოცემას უთხრა, რომ მართალია, სტივ ნიკანდროსი არის „ნოვატორი“, მის ხელისუფლებას ამჟამად არ აქვს ლობისტური კავშირები შეერთებულ შტატებში.
ტალიაშვილის თქმითვე, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობები ს პრეზიდენტობისას გაუარესდა, თუმცა არსებობს შანსი, რომ ს ადმინისტრაციის პირობებში ვითარება გაუმჯობესდეს.
სექტემბრის დასაწყისში რადიო თავისუფლება წერდა, რომ ოკლაჰომელი რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი აქტიურად ეწინააღმდეგება „მეგობარი აქტის” „ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ (NDAA) ჩართვის გადაწყვეტილებას.
მალინი, – რომელიც წარსულში თბილისს აკრიტიკებდა ტეხასურ ნავთობკომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით, – ამბობს, რომ მისი ახლანდელი პოზიცია არ უკავშირდება „ფრონტერას“ გაუმჯობესებულ ურთიერთობებს მთავრობასთან.
„ფრონტერასთან“ საარბიტრაჟო დავის დასრულებისა და მილიონობით აშშ დოლარის დახარჯვის შემდეგ, 2020 წელს, ხელისუფლებამ ჯერ კონტრაქტის შეწყვეტა დააპირა, თუმცა ეს გადაწყვეტილება აღარ მიიღო და მოლაპარაკებები გააგრძელა.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ამერიკულ კომპანიას საქართველოს მთავრობისათვის გადასახდელი აქვს 15,4 მილიონი ლარი, – ამ თანხას სახელმწიფო კორპორაცია „ამოუღებლად“ მიიჩნევს.
ფორუმი