“ფროზინონე” ვარდნას აგრძელებს – კვერნაძე არ ათამაშეს

სერია A-ს მე-19 ტურში „ფროზინონე“ საკუთარ მოედანზე „მონცასთან“ 2:3 დამარცხა.
ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ მხოლოდ ერთი მომენტი შექმნეს, სტუმრებმა კი ორი გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ სოულემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და „მონცა“ 3:0 დაწინაურდა. თუმცა მალე მახვილი კუთხიდან სორენტინოს კარი ჰარუიმ დალაშქრა და ანგარიში შეამცირა. 76-ე წუთზე სოულემ უკვე მეტოქის კარში გაიტანა გოლი (პენალტით). დარჩენილ დროში “ფროზინონე” ბევრს უტევდა, თუმცა ვერ გაიტანა და წააგო.
მასპინძელთა გუნდის ქართველი ლეგიონერი გიორგი კვერნაძე სათადარიგო იყო.
„ფროზინონემ“ ჩემპიონატზე ბოლო 6 მატჩიდან
5 წააგო, 1 ფრედ დაასრულა, 19 ქულით მე-14 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 12 იანვარს თასზე ტურინში „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.
ფროზინონე – მონცა 2:3
გოლები: 0:1 დანი მოტა (20), 0:2 კარბონი (45), 0:3 სოულე (55, საკ. კარსი), 1:3 ჰარუი (57), 2:3 სოულე (76, პენ)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში