“ფროზინონემ” შეიძლება კვერნაძე გამოისყიდოს

სერია B-ში დაქვეითებულ “ფროზინონეში” 21 წლის შემტევის გიორგი კვერნაძის დარჩენის საკითხის შესახებ წერილი tuttofrosinone-მა გამოაქვეყნა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კლუბი სავარაუდოდ აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს, შეიძლება გიორგი კვერნაძის, რომელსაც მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ თავის გამოჩენის შანსი ფაქტიურად არ მისცა (ყველა ტურნირზე 189 წუთი ათამაშა) შენარჩუნება გადაწყვიტოს და ს “კოლხეთისგან” გამოისყიდოს.
ეს თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ “ფროზინონე” ფასის დაკლებას შეეცდება.
ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ იქნება ახალ სეზონში კლუბის სპორტული და გუნდის ხელმძღვანელი.