ფრიდრიხ მერცი: ჩემი მეთაურობით შექმნილი ფედერალური მთავრობა არასდროს გააჩენს ეჭვს იმის შესახებ, თუ სად ვდგავართ. ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ…

“ჩემი მეთაურობით შექმნილი ფედერალური მთავრობა არასდროს გააჩენს ეჭვს იმის შესახებ, თუ სად ვდგავართ. ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ… ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს ქვეყანა დარჩეს ქვეყნად, სადაც ებრაელებს შეეძლებათ თავისუფლად და ღიად გადაადგილება.“ | თქვა გერმანიის კანცლერმა.
🔴 ფრიდრიხ მერცის სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთი დამსწრე სკანდირებდა სიტყვას „პალესტინა“, რასაც კანცლერმა უპასუხა: „ისინი, ვისთვისაც ამ ბანერს აფრიალებთ, იარაღს თუ დაყრიან, კონფლიქტი 24 საათში დასრულდება. ეს არის კონფლიქტის ძირითადი მიზეზი და არა ისრაელის სახელმწიფო, რომელიც იბრძვის თავისი არსებობისა და თავისუფლად ცხოვრების უფლებისთვის“