ფრიდრიხ მერცი – შემდეგი ნაბიჯები უფრო რთული იქნება – ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, შემდგომი მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლა და შემდგომი მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა.
თეთრ სახლში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მერცმა X-ზე დაწერა, რომ შემდგომი ნაბიჯები უფრო რთული იქნება.
“დღეს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კარგი შეხვედრა გვქონდა, თუმცა შემდეგი ნაბიჯები უფრო რთული იქნება.
ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ. შემდგომი მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა” ,- დაწერა მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი