ფრიდრიხ მერცი – ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება – მოდით, ამაზე ვიმუშაოთ და ვეცადოთ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ

ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრაზე.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, – აღნიშნა მერცმა და დასძინა, რომ ის ძალაში უნდა შევიდეს სამმხრივ შეხვედრამდე, რომლის დანიშვნასაც ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის იმედოვნებს.
მერცი დასძენს, რომ „ვერ წარმოუდგენია“, რომ სამმხრივი შეხვედრა „ცეცხლის შეწყვეტის გარეშე“ გაიმართება.
„მოდით, ამაზე ვიმუშაოთ და ვეცადოთ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ“ – განაცხადა მერცმა.
მერცის განცხადებას უპასუხა ტრამპმა: „ვნახოთ, როგორ გამოვა ეს და შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას“, თუმცა, ასევე ტრამპმა აღნიშნა, ექვსი ომი, რომელთა მოგვარებაც, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის გარეშე დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)