ფრიდრიხ მერცი უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე – 10 კილომეტრის მანძილზე ვართ და პირველი 200 მეტრი გავიარეთ

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით, ჯერჯერობით, მხოლოდ მცირე პროგრესი არსებობს.
„დიახ, პირველი ნაბიჯები გადავდგით. თუმცა, გადატანითი მნიშვნელობით ვიტყვი: 10 კილომეტრის მანძილზე ვართ და შესაძლოა, პირველი 200 მეტრი გავიარეთ, მეტი არა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი მიმართულებით მივდივართ“, – აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, გერმანიისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას ჯერ არ განუხორციელებია „უფრო დიდი დიპლომატიური ძალისხმევა, ვიდრე ბოლო სამი კვირის განმავლობაში“.
მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, თუ რამდენად რთული იქნება მომდევნო კვირების ან თვეების განმავლობაში შეთანხმების მიღწევის ამოცანა, თუმცა ეს მიზანი არ უნდა მიატოვონ და უკრაინაში მშვიდობის დამყარებისკენ სწრაფვა უნდა განაგრძონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას