ფრიდრიხ მერცი – მ უნდა უზრუნველყოს, რომ ახალგაზრდა მამაკაცები არ წავიდნენ გერმანიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში, არამედ ჯარში იმსახურონ

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტ ს მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ ახალგაზრდა უკრაინელი მამაკაცები ქვეყანაში დარჩნენ და ჯარში იმსახურონ.
მ უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა ახალგაზრდა მამაკაცებმა შეძლონ ღირსეული სამუშაოს პოვნა საკუთარ ქვეყანაში, გერმანიაში, პოლონეთში ან საფრანგეთში წასვლის ნაცვლად. ჩვენ უკვე განვიხილეთ ეს საკითხი ერთად ბრიუსელში და მე მჯერა, რომ ეს არის მოლოდინი, რომლის შესრულებაც უკრაინას შეუძლია. უკრაინელი მამაკაცები არ უნდა წავიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ ჯარში უნდა იმსახურონ“, – განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად კომპრომისი იქნება საჭირო.
„უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს კომპრომისზე წასვლა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, შეუპოვრობით, რეალიზმითა და შორსმჭვრეტელობით, რათა მივაღწიოთ საუკეთესო შესაძლო შედეგს: ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას, საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს და მშვიდობას ევროპაში, რომელსაც ერთად ავაშენებთ“, – განაცხადა მერცმა.