ფრიდრიხ მერცი ტრამპის “სამშვიდობო გეგმაზე”: საკონტაქტო ხაზი ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძვლად უნდა შენარჩუნდეს

ფრიდრიხ მერცი ტრამპის “სამშვიდობო გეგმაზე”: საკონტაქტო ხაზი ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძვლად უნდა შენარჩუნდეს
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, ამერიკის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მიესალმება, თუმცა, საკონტაქტო ხაზი ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძვლად უნდა დარჩეს.
“უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს. ემანუელ მაკრონთან და კირ სტარმერთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით ევროპასთან და ამერიკასთან, რომლის მხარდაჭერასაც უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მივესალმებით. საკონტაქტო ხაზი ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძვლად უნდა შენარჩუნდეს.” – წერს ფრიდრიხ მერცი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას