უშუალოდ მერცს რაც შეეხება მისი განცხადებებიდან და რიტორიკიდან გამომდინარე:
უკრაინის ძალიან დიდი მხარდამჭერია – როგორც სამხედრო, ისე ფინანსური. გამოდის დახმარების მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდის და Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის ინიციატივით.
სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ემხრობა სამშვიდობო გეგმას ევროპის ინიციატივით, ამერიკის გავლენისგან დამოუკიდებლად – ევროპამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი ომის გადაწყვეტაში, და უნდა იყოს რეგიონში სტაბილურობის გარანტორი.
სანქციების დამძიმება – მერცი მომხრეა გაუგრძელოს და რაც მთავარია, იქამდე დაუმძიმოს სანქციები მოსკოვს მანამდე, სანამ ის ომს არ შეწყვეტს.
მილიტარიზაცია – მერცი მომხრეა სამხედრო ხარჯების გაზრდის, გერმანიის სამხედრო მრეწველობის დაბუსტვის, ბუნდესვერის გადაიარაღება
-პირადი შემადგენლობით შევსების და უკრაინასთან მიმართებით აქტიური საგარეო პოლიტიკის.