ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა

-ის პრეზიდენტი სამშაბათს თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდება, ამის შესახებ CNN-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა.

ორი ლიდერი სხვა თემებთან ერთად განიხილავს ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

შეხვედრის შესახებ დაწერა მერცმაც, გერმანიის კანცლერის თქმით, ახლა ერთიანობის და ერთობლივი მოქმედების დროა.

„სამშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები, რათა განვიხილოთ ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. მე მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში. ახლა არ არის თითის გაშვერის დრო, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა“, – განაცხადა მერცმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.

მერცი იქნება პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც ვაშინგტონს ეწვევა ირანში ომის დაწყების შემდეგ.