ფრიდრიხ მერცი – პუტინი გერმანიის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ს პრეზიდენტი გერმანიის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
კითხვაზე, აწარმოებს თუ არა პუტინი ომს გერმანიასთან, მერცმა უპასუხა: „ის ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს“.
„ის ჩვენს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს. უკრაინის წინააღმდეგ -სამხედრო ომს და ეს ომი ყველა ჩვენგანის წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადა მერცმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ პუტინის მიზანი ევროპის პოლიტიკური წესრიგის შერყევაა და რომ უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის ინტერესებშია ღია, ლიბერალური საზოგადოებების დასაცავად.
გერმანიის კანცლერმა ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ინციდენტები რუსეთის მხრიდან დაშინების მცდელობებს დაუკავშირა და განაცხადა: „არ დავშინდებით და ეფექტურად დავიცავთ თავს“.
მისი თქმით, პუტინთან პირდაპირ საუბარს განიხილავს, მაგრამ „ამ ეტაპზე მასთან საუბრის ყველა მცდელობა ზე კიდევ უფრო მკაცრი თავდასხმებით მთავრდება“.
გერმანიის კანცლერის თქმით, გასულ კვირას კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე, ცხარე კამათი ჰქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მას შემდეგ, რაც ორბანმა გერმანია მოლაპარაკებების თავიდან აცილებაში დაადანაშაულა.
მერცის განცხადებით, მან ორბანს შეახსენა, რომ პუტინმა შარშან კიევსა და მოსკოვში მის ვიზიტებს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით უპასუხა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: და რას ნიშნავს, როდესაც ქვეყნის მმართველი ამბობს: “ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ!”? ეს პოლიტიკური განცხადებაა? ეს პოლიტიკოსის განცხადებაა? ეს მმართველის განცხადებაა?

გია ვოლსკი – ელჩების საქციელი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია გარკვეული სცენარით, რომელიც ევროპის მიღმა მასშტაბური დაპირისპირებების განვითარებას და კავკასიისკენ, კერძოდ, საქართველოსკენ რუსული აგრესიის განვითარებას გულისხმობს