ფრიდრიხ მერცი – პუტინის მიზანია ძველი საბჭოთა კავშირის აღდგენა – თუ დაეცემა, ის იქ არ შეჩერდება

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ადოლფ ჰიტლერს ადარებს და აცხადებს, რომ კრემლის ლიდერის ამბიციები ზე არ შეჩერდება.
„ისევე, როგორც სუდეტის ოლქი 1938 წელს საკმარისი არ იყო, პუტინიც არ შეჩერდება“, – აღნიშნა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა იგულისხმა ჩეხოსლოვაკიის ის ნაწილი, რომელიც 1938 წელს მოკავშირეებმა ნაცისტ ლიდერს შეთანხმების საფუძველზე დაუთმეს, თუმცა, ჰიტლერმა, ამის შემდეგ ევროპაში ექსპანსია განაგრძო.
„თუ უკრაინა დაეცემა, ის იქ არ შეჩერდება. ეს არის ს აგრესიული ომი უკრაინის – და ევროპის წინააღმდეგ“, – აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, პუტინის მიზანი ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენაა.
„პუტინის მიზანია ევროპაში საზღვრების ფუნდამენტური ცვლილება და ძველი საბჭოთა კავშირის აღდგენა მის საზღვრებში“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.