ფრიდრიხ მერცი – პარტნიორობა იცვლება -სთან, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ინტერესები დამოუკიდებლად უნდა დავიცვათ – 2026 წელი ევროპისთვის შეიძლება გადამწყვეტი წელი იყოს

2026 წელი გერმანიისთვის და ევროპისთვის შეიძლება გადამწყვეტი წელი იყოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.
„ევროპაში საშინელი ომი მძვინვარებს, რომელიც ჩვენს თავისუფლებასა და უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. სულ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ს აგრესია მთელი ევროპის წინააღმდეგ მიმართული გეგმის ნაწილია. გერმანია დივერსიებს და კიბერშეტევებს ყოველდღიურად უპირისპირდება“, – განაცხადა მერცმა.
სატელევიზიო გამოსვლაში გერმანიის კანცლერმა -სთან თანამშრომლობის საკითხსა და ევროპის როლზეც ისაუბრა.
„ჩვენი პარტნიორობა იცვლება აშშ-სთან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენდა. ეს, ჩვენთვის, ევროპელებისთვის ნიშნავს, რომ ჩვენი ინტერესები დამოუკიდებლად და უფრო ძლიერად უნდა დავიცვათ. ეს ჩვენთვის და ევროპისთვის შეიძლება გადამწყვეტი წელი იყოს. შესაძლოა, ეს ახალი დასაწყისის წელი იყოს, როდესაც ევროპა მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის გარშემო გაერთიანდება“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.