ფრიდრიხ მერცი – ნატო-ს მიმართ -ის ერთგულებაში ეჭვი არ გვეპარება

ნატო-ს მიმართ -ის ერთგულებაში ეჭვი არ გვეპარება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ნატო-ს ალიანსის ფარგლებში აშშ-სთან მიღწეულ შეთანხმებებში ეჭვი შევიტანოთ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ნატო-ს მიმართ ერთგულებას ადასტურებს, თუმცა სხვა საკითხებში უფრო კრიტიკული დოკუმენტია.
„ვიცით, რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვის იმაზე გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე წარსულში ვაკეთებდით“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.