ფრიდრიხ მერცი – მოსკოვს დროის მოგება სურს – უკრაინაზე მასიური საჰაერო თავდასხმები არა მშვიდობის, არამედ ომის ენაა და სილის გაწვნაა ყველასთვის, ვინც ცეცხლის შეწყვეტისთვის მუშაობს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებებში ს ქცევა მიუთითებს კრემლის სურვილზე, დრო გაწელოს და არა რეალურად აწარმოოს მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ.
ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ სთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მერცმა განაცხადა, რომ მ, თავის მხრივ, დიდი ხანია გამოთქვა მზადყოფნა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის.
„მოსკოვს დროის მოგება სურს. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით მოლაპარაკებების შესახებ მემორანდუმს, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა ერთი კვირის წინ დააანონსა. შაბათ-კვირას განხორციელებული მასიური საჰაერო თავდასხმები, კერძოდ, კიევზე, არა მშვიდობის, არამედ ომის ენაა. ეს არის სილის გაწვნა ყველასთვის, ვინც ცეცხლის შეწყვეტისთვის მუშაობს – უკრაინაში, ევროპასა და -ში“, – აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, ამ პირობებში, გერმანია გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას მისი საომარი მანქანის დასუსტებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ